ირაკლი ჩიქოვანი: 2024 წლიდან საქართველო ისედაც გადადის პროპორციულ სისტემაზე

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და მიუხედავად იმისა, ეს აქცია სად და როდის გაიმართება, სანამ ეს აქცია კანონის ფარგლებშია, არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველას აქვს საშუალება გამოხატოს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების ზეგავლენას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ეფექტი არ ექნება, ვინაიდან საქართველო აგრძელებს სხვას დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით.

რიგ შემთხვევაში ამ მიმართულებით არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო მეტი მოლოდინის მქონეა საერთაშორისო თვალსაზრისით, თუმცა, ვიცით, რომ 2024 წლიდან საქართველო ისედაც გადადის პროპორციულ სისტემაზე და ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც მიღებულია ამ ხელისუფლების მხრიდან და ვერცერთი სხვა ხელისუფლება ადრე ვერ იღებდა, ამას ჰქონდა უპრეცენდენტო ხასიათი.

ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან და ეს პერმანენტულად მიმდინარეობს. იყო რამდენიმე შეხვედრა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ჩვენს პარტნიორებს, არსებობდა სხვა კომუნიკაციაც.

ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს პარტნიორებთან, თუ რა ვითარება და მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ იმ ვითარებას და მდგომარეობას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდებოდა ქალაქ თბილისში. ზოგადად, ასეთ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან. გადაწყვეტილება რომელიც იქნა მიღებული, ეს არის გადაწყვეტილება პოლიტიკური ძალის მხრიდან. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებამ ვერ მიიღო სრული მხარდაჭერა პოლიტიკური გუნდის. ამასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ცვლილებები, რაც გასაგებია. ზოგიერთმა წევრმა დატოვა უმრავლესობის რიგები, რაც გასაგებია და არ არის მისასალმებელი ფაქტი.

ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ერთად თანამშრომლობას სხვა არსებით და მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც ვიზიარებდით ერთიან პოზიციებს. თუმცა, კრიტიკა ამ შემთხვევაში ალბათ, არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტიკურმა ძალამ კონკრეტულ ვითარებაში და კონკრეტულ დროს. ყველა მოწოდება, რომელიც მიმართულია კანონის დარღვევაზე, არის უპასუხისმგებლობა.

ამ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და იქნება მუდამ უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად