ირაკლი ჩავლეიშვილი: მთელი ცხოვრება ნაცები ხმებს მპარავდნენ (ვიდეო)

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა, აცხადებს რომ “ნაციონალური მოძრაობა” წლებია ხმებს პარავს.

„სამწუხაროდ, ძალიან რთული სიტუაციაა საქართველოში , როგორც ეკონომიკური, ასევე პანდემიის სახით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემ ფაქტთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი ატყდა და ინტერესი გადავიდა სხვა მხარეს. უფრო დიდი საქმეები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში მოსაწესრიგებელი, ვიდრე ეს ერთი ეპიზოდია. ვაღიარებ,  რომ სამწუხარო.

ჩვენ ქართველებმა ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული.

რაც შეეხება პოლიტიკას, საერთოდ, თუ ვინმე უნდა იყოს გაბრაზებული უნდა ვიყოთ ჩვენ (რესპუბლიკური პარტია), როდესაც აჭარაში 2004 წლის შემდეგ მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, 2004 წელს გამიყალბეს არჩევნები. მაჟორიტარული ოლქი მოგებული მქონდა და  ვერ მოვხვდი აჭარის უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა გადაცემაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად