აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას ” წევრის ირაკლი ფანგანის დაკავების მოთხოვნით სამართალდამცველებისთის არ მიუმართავს.
“მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ გარდა იმისა, რომ არაადამიანურად მოიქცა. დანარჩენი, სამართლებრივად მისთვის არ მიჩივლია და არც ვაპირებ. უბრალოდ, თავად გაავრცელეს ეს კადრები და პოლიციამ მისცა სამართლებრივი შეფასება. ციხეში კარგს ვერაფერს ისწავლის, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება, ზრდილობა ოჯახში ისწავლება. სამწუხაროდ, მშობლებმა ხელი მიაკლეს ეტყობა”, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა “ფორმულასთან”.