ირაკლი ბერაია: ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა ოკუპაციის სასტიკი სახის მორიგი გამოვლინებაა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სენაკის მაჟორიტარტი დეპუტატი ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა არის ოკუპაციის სასტიკი, დაუნდობელი სახის მორიგი გამოვლინება. ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს ყოველდღიურად ცდიან საკუთარ თავზე ჩვენი მოქალაქეები და იხდიან ფასს საკუთარი სოცოხლით, თავისუფლებით სხვა ფუნდამენტური უფლებებით. ოკუპაციაზე და ოკუპაციით გამოწვეულ ყველა უკანონობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის დეფერაციას. აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს და შესაძლებლობას ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად” – წერს ირაკლი ბერაია.

შეგახსენებთ,  რუსი ოკუპანტებმა5 ნოემბერს  ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად