ირაკლი ბერაია გიორგი რურუას შესაძლო შეწყალებაზე: რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მასზეა დამოკიდებული

პარლამენტის საგარაეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი, ისევე როგორც არც სხვა სახელები და არც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ ფიგურირებდა შეთანხმებაში და ის რაც შეთანხმებაში არ ეწერა, მისი ნაწილი ვერ იქნებოდა.

როგორც ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი რურუა არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი.

„გიორგი რურუა არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი. საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა 2012 წლის ნოემბერში დასრულდა და ეს დრო ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არ დაბრუნდება. მისი, ეგრეთ წოდებულ, პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ეს რა თქმა უნდა, არის ოპოზიციის სპეკულაციები. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი, ისევე როგორც არც სხვა სახელები და არც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ ფიგურირებდა შეთანხმებაში და ის რაც შეთანხმებაში არ ეწერა, მისი ნაწილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთ შეთანხმებაში ვერ ჩაიწერება მართლმსაჯულებაში ჩარევის შესაძლებლობა. პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია და ასე ხდება საქართველოშიც. პოლიტიკურ პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი პოლიტიკაში ყოფნა“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება დამნაშავის შეწყალების საკითხს, ირაკლი ბერაიას განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და  რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მასზეა დამოკიდებული

„ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და ამასთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ეს მასზეა დამოკიდებული. შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ბატონი კუბილიუსის პოზიციები და ახალი არ არის. თავისთავად ჩვენი პოზიციები ამ საკითხის გარშემო არაერთხელ დავაფიქსირეთ. მართლმსაჯულების პოლიტიზირება საქართველოში არ ხდება, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ასეთი არის დღეს სამართლებრივი სახელმწიფო – საქართველო. შეწყალების საკითხი არ არის არავის გადასაწყვეტი გარდა პრეზიდენტისა. ხელისუფლების დანაწილების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რაიმე ფორმით ჩარევის არანაირი ბერკეტი, შესაძლებლობა და სურვილი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად