ირაკლი ბათიაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება აჩვენებს წინა ხელისფულების სისტემის რეალურ ავტორიტარულ სახეს

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელსაც ირაკლი ბათიაშვილი Facebook-ში ეხმაურება.

როგორც ბათიაშვილი წერს, საააშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოთი დაუმტკიცდა მისი სახთ პოლიტპატიმრის არსებობა.

“დღეს სტრასბურგიდან შეტყობინება მივიღე. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემი მისამართით ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის “სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებისა” და უმნიშვნელოვნესი პრინციპის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ეს ნიშნავს, რომ საააშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოთი დაუმტკიცდა ჩემი სახთ პოლიტპატიმრის არსებობა!
სტრასბურგის გადაწყვეტილება მთლიანად აჩვენებს იმდროინდელი ხელისფულების სისტემის რეალურ ავტორიტარულ სახეს.
ჩემ ოჯახს, ჩემ ადვოკატებს, ჩემ მეგობრებს, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ხალხს, რომელიც ჩემ გათავისუფლებას ითხოვდა რუსთაველის გამზირზე ვულოცავ ამ გამარჯვებას!” – წერს ირაკლი ბათიაშვილი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ მის მიმართ დარღვეულია სამართლიანი განხილვის უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად