ირაკლი ალასანია: ზუსტად ვიცით, როგორ ველაპარაკოთ რუსეთს წელში გამართულები

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდრემა, ირაკლი ალასანიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში და იცია, როგორ უნდა ელაპარაკონ რუსეთს. 

"ჩვენ ყველა ასპექტში გვაქვს გააზრებული, როგორ უნდა წავწიოთ წინ ჩვენი ქვეყანა. ამაში, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ვგულისხმობ. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, რომელსაც მივმართავთ იქით, რომ ქვეყანა გახდეს ისეთი ალიანსის, თანამეგობრობის ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის დაცვის რეალურ მექანიზმებს გააჩენს. 

ჩვენ გვიკეთებია ეს საქმე, როდესაც ვიყავით გაეროში, ეუთოში და წარმოვადგენდით ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოში. ზუსტად ვიცით, როგორ ველაპარაკოთ რუსებს, როგორ ველაპარაკოთ ისე, წელში გამართულებს, როდესაც არ დავთმოთ არც ერთ გოჯ მიწას. ჩვენ შევძლებთ, რომ კომფლიქტურ რეგიონებთან ადმინისტრაციულ საზღვართან ავამაღლოთ უსაფრთხოების გარანტიები",- განაცხადა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად