ირაკლი ალასანია: შოთაძეს მთავარ პროკურორობას დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ დაპირდნენ

“მე არა ვარ რევანშისტი, რომელიც ადამიანებს რაღაცებს არ პატიობს. მთავარია, უპატიებელი არაფერი ჩაიდინონ. არ შემიძლია, ჩემი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და მინისტრის გულშემატკივარი არ ვიყო", – ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეგკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

"იმედი მქონდა, რომ დაწყებული რეფორმა რეალურად განხორციელდებოდა, მაგრამ შოთაძეს არაფორმალურად დაპირდნენ, რომ თუ კონკრეტულ დაკვეთებს შეასრულებდა, მთავარი პროკურორი გახდებოდა და ასეც მოხდა. არჩევნები ფარსი იყო, რადგან მთავრობას პროკურორთა საბჭოზე დიდი გავლენა აქვს. ეს წინსვლის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", – განაცხადა ალასანიამ 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...