ირაკლი ალასანია: “ივანიშვილს ვუთხარი, სააკაშვილს არ უკადრია ის, რაც შენ იკადრეთქო”

"მეორე თუ მესამე დღეს მოვიდა თავდაცვის სამინისტროში და ვუთხარი ამის შესახებ, ყველაფერს დავარქვი თავისი სახელი, ვუთხარი ის,  რასაც კაცი კაცს ეტყვის ამ შემთხვევაში და მან ყველაფერი გადაიტანა სხვაზე, სხვა პიროვნებაზე. იმ დროს მე საერთოდ დავკარგე ამ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი და ურთიერთობის პატარა ძაფიც თუ იყო დარჩენილი, ისიც ჩაიჭრა. მე ამ ადამიანთან ურთიერთობა მაშინ დავამთავრე, პოლიტიკური ურთიერთობა გავაგრძელე." – ასეთი კომენტარი გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნანუკა ჟორჟოლიანთან ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საზღვარგარეთ "ზოგიერთი მინისტრის გართობას ეხებოდა".

ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვაზე, შეიჭრა თუ არა ახალი ხელისუფლება მის პირად სივრცეში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა:

კი, და მე ეს მას ( ბიძინა ივანიშვილს. ავტ) ვუთხარი კიდეც, რომ სააკაშვილს არ უკადრია ის, რაც შენ იკადრეთქო. მე მაშინ სააკაშვილის უსამართლობას დავუპირისპირდი და გადმოვედი ოპოზიციაში და ახლაც ივანიშვილის წინააღმდეგ ვარ ბრძოლაში შესული. და ეს ჩემთვის მიუღებელია, ჩემი პარტიისთვის და თანაპარტიელებისთვის და ამიტომაც ვარ იქ, სადაც ვარ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად