ირაკლი აბუსერიძე “პატრიოტთა ალიანსის” წევრს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი ლატარიას მადლობას უხდის ნდობისთვის,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის მე-8 ოლქის ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისთვის, მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ 8226 ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დამიჭირა და საკუთარი ხმა მანდო, ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებ. მეამაყება, რომ საქართველოში 2016 წლის არჩევნები დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩაატარდა. პირველ ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ. ბრძოლა არ დასრულებულა წინ მეორე ტურია.

მოსახლეობის აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ საბოლოო გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ ისნის რაიონის მოსახლეობა ხმას ანდობს თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

მისასალმებელია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ლატარიას განცხადება, რომ არჩევნების მეორე ტურში ის მხარს დაუჭერს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატურას.

მადლობას ვუხდით მას ნდობისთვის."-განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად