ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონში სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ისნის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერებს სრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე საბაღე ფურნიტურა და განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 110200 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტირებული სკვერების გახსნას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაესწრო.

„დასახლებულ პუნქტებთან მწვანე, რეკრეაციული სივრცის არსებობა ხელს უწყობს მოსახლეობის ფიზიკურ აქტიურობას, უზრუნველყოფს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის განმტკიცებას და ამცირებს სტრესს, რაც თავის მხრივ მრავალი დაავადების პრევენციის წყაროს წარმოადგენს. ჩვენი მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივი ტერიტორიების სივრცითი მოწყობაა, ამ მიმართულებით მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. დღეს ორი ახალი, კომფორტული სკვერი გავხსენით, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად