ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდნენ

„ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე და საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი შეუერთდნენ მოხალისეთა ჯგუფს – “STOP COVID 19” და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად წამოიწყეს კამპანია „დარჩი სახლში სიცოცხლისთვის“ .

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფი ხანდაზმული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის  საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს.

ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის მისი განცხადებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ვითარების დარეგულირებამდე გაგრძელდება.

„ჩვენი ქვეყანა გლობალურ გამოწვევას და შექმნილ კრიზისს წარმატებით უმკლავდება. ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აბსოლუტურად ყველა სახელისუფლო რგოლი მუშაობს კოორდინირებულად და ეფექტურად.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე, თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფშია, მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს, ბენეფიციარებსა და  ხანდაზმულებს  ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით სურსათსა და სამედიცინო საშუალებებს. კამპანიის მხარდაჭერისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას და ყველა იმ ადამიანს ვინც შემოწირულობა გაიღო.  მჯერა, ერთიანობით მსოფლიო გამოწვევას უმოკლეს ვადაში დავამარცხებთ“. -აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად