ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი ღვაწლმოსილ პედაგოგს ესტუმრნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, 139-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნონა კვასხვაძეს პირადად ესტუმრა და სასურსათო კალათა და მედიკამენტები გადასცა.

დეპუტატები ხანდაზმულ, მარტოხელა პედაგოგს თანადგომას დაპირდნენ და თაობების აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგის ინფორმაციით, მაჟორიტარები მას ყურადღების მიღმა არასდროს ტოვებენ და ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებაში.

„პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა, შეუფასებელი და ფასდაუდებელია მასწავლებლის როლი მომავალი თაობების აღზრდაში, სწორედ მასწავლებელია ის ადამიანი, ვინც ყოველდღიური, დაუღალავი შრომის შედეგად ქმნის ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის მყარ საფუძველს. დღეს ვესტუმრეთ ერთ-ერთ დამსახურებულ და სახელგანთქმულ პედაგოგს, ქალბატონ ნონა კვასხვაძეს, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა სკოლას და არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ის უზომოდ შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე და სკოლაში გატარებულ თითოეულ დღეს, ნებისმიერი აქტივობის ამსახველ ფოტოებსა და დოკუმენტურ მასალას არქივში ინახავს. გმირული შრომისთვის და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნონას და ჩვენი სახელით სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო“- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად