ირაკლი აბესაძე: თუ ოპოზიციაში კონფლიქტი გაღრმავდა, ეს ივანიშვილისთვის გაწეული სამსახური იქნება

„ნამდვილად არ არის სასიამოვნო დაუსაბუთებელი ტალახის სროლა და ბრალდებები, რომელსაც ვისმენთ ჩვენი პარტიის მისამართით“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ „აიპრესს“ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შესახებ განუცხადა.

ჩვენს რეპლიკაზე – თქვენგანაც საკმაოდ კრიტიკული განცხადებები ისმის, ირაკლი აბესაძე ასე პასუხობს:

„ჩვენ მოზომილად, მაგრამ ასეთ ბრალდებებს პასუხს ვცემთ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კი, თუ ეს კონფლიქტი ასე გაგრძელდა და კიდევ უფრო გაღრმავდა, ეს გარკვეულწილად იქნება ნებსით თუ უნებლიედ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა იმის მხრიდან, ვინც არის ამის ინიციატორი.

ვფიქრობთ, რომ მალე დავასრულებთ მოლაპარაკებებს გონიერ და ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ მყოფ ძალებთან და გადავერთვებით საარჩევნო კამპანიაში. რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ არ ვთვლით, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება. თუმცა, ვიმეორებ, თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის გაწეული დათვური სამსახური და ბიძინა ივანიშვილისთვის გაწეული რეალური სამსახური“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად