ირაკლი აბესაძე: შეგვიძლია ვთქვათ, თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იქნება

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება იქნება მიღწეული”-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ, “კურიერთან” განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიცია სხვა საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებითაც მიაღწევს შეთანხმებას.

“ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება იქნება მიღწეული, თუმცა ამავდროულად, ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად დანარჩენ საარჩევნო ოლქებზეც გაგრძელდეს კონსულტაცია და, ასევე, მოხდეს შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. გაგრძელდება კონსულტაცია დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან, თბილისის საარჩევნო ოლქებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში შედგება შეთანხმება,”-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გუშინ, 4 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძარაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ენმ თბილისში მხოლოდ 2 ოლქში დააყენებს კანდიდატს, დანარჩენი 6 ოლქი კი სხვა ოპოზიცურ პარტიებზე უნდა გადანაწილდეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება მაჟორიტარები ამ ოლქებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად