ირაკლი აბესაძე: “ოცნებამ” მთლიანად ამომრჩევლების ხმების 28% მიიღო

"ქართულმა ოცნებამ" მთლიანად ამომრჩევლების ხმების 28% მიიღო, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში განაცხადა.

"არჩევნებზე ამომრჩევლის 51%  მოვიდა, აქედან "ქართულ ოცნებას" ხმა 48% მისცა. ეს კი მთლიანი ამომრჩევლის 28 პროცენტია. მიუხედავად მაქინაციებისა მათ ამაზე მეტი ხმების მიღება ვერ შეძლეს.

მოვუწოდებ მოქალაქეებს მოვიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ მხარი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და უარი უთხრან ივანიშვილს,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ "არჩევანში".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად