ირაკლი აბესაძე: მანანა კობახიძე ვერ შეძლებს “ქართული ოცნების” დღის წესრიგიდან გასვლას

"მანანა კობახიძის საკონსიტუტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენით "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ აჩვენა მოსახლეობას, თუ როგორი მომხმარებულური დამოკიდებულება აქვს სასამართლო ინსტიტუციების მიმართ",- ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მანანა კობახიძე ვერ შეძლებს "ქართული ოცნების" დღის წესრიგიდან გასვლას და ის პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსამართლე იქნება.

"რა თქმა უნდა არავის სჯერა, რომ ქალბატონი მანანა ოდესმე შეძლებს ბიძინა ივანიშვილის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას. ან როდისმე შეძლებს "ქართული ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოვარდნას და ანგარიშს არ გაუწევს იმ გუნდს, სადაც 5 წლის განმავლობაში, ყველაზე კრიტიკული, მწვავე და ანგაჟირებული პოლიტიკოსი იყო, პოლიტიკური ოპოზიციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების,სასამართლოს თუ მედია საშუალებების მიმართ, ეს ყველაფერი მორიგი ლუსტრაციაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამორჩილება სურს "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად