ირაკლი აბესაძე: ადამიანს თითი რომ დაუჩირქდეს, მიდექით და ხელი მოაჭერით, აი, ეს უქენით ეკონომიკას

ადამიანს თითი რომ დაუჩირქდეს, მიდექით და ხელი მოაჭერით, აი, ეს უქენით ეკონომიკას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ დეპუტატები.

მისი თქმით, ერთი მხრივ, მთლიანად ჩამოვშალეთ და დავანგრიეთ ეკონომიკა იმისთვის, რომ უკონტროლო გავრცელება შეგვეზღუდა და ამით ეკონომიკა უარესად არ დაგვეზიანებინა, მაგრამ შედეგად მაინც უკონტროლო გავრცელება მივიღეთ.

“მე მინდა შევეხო იმ დიდ ტყუილს, რომელიც ეხება თავის კარგად გართმევას კოვიდ კრიზისის ნაწილში. ქალბატონმა ნათიამ თქვა, რომ დღეს მზად ვართ კოვიდთან კრიზისთან საბრძოლველად და იქვე დაამატა, რომ ეკონომიკას ზიანს აყენებს არა ის შეზღუდვები, რომელსაც მთავრობა შემოიღებს, არამედ კოვიდის გავრცელებაო. როდესაც 20 და 25 შემთხვევა გვქონდა ქვეყანაში, ანუ როდესაც კოვიდის გავრცელება ფართო არ იყო, მაშინ ეკონომიკა დაზარალდა და მინუს 12%-ზე მეტად შემცირდა. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს შემცირდა იმ უგუნური, გაუაზრებელი და გადაჭარბებული შეზღუდვების გამო, რომელიც თქვენ შემოიღეთ. მაგრამ, თითქოს ამის შედეგად მაინც უნდა მიგეღოთ უკონტროლო გავრცელების შეზღუდვა კოვიდ ინფექციის და ეს მაინც ჩაითვლებოდა წარმატებად.

დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი უკვე ამბობს, რომ აჭარაში კოვიდის გავრცელება კლასტერული ხედვა აღარაა და კოვიდი ყველა ფენაშია (მისი ციტატაა), ანუ უკონტროლო გავრცელება აჭარაში უკვე მიდის. ინფექციონისტებისგან ყოველდღე გვესმის, რომ დანარჩენ რეგიონებში დაინფიცირებული ადამიანების გარკვეული რაოდენობის ინფიცირების წყარო გაურკვეველია.

ანუ, ჩვენ ერთი მხრივ მთლიანად ჩამოვშალეთ და დავანგრიეთ ეკონომიკა იმისთვის, რომ უკონტროლო გავრცელება შეგვეზღუდა და ამით ეკონომიკა უარესად არ დაგვეზიანებინა, მაგრამ შედეგად მაინც უკონტროლო გავრცელება მივიღეთ. ახლა, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ უკონტროლო გავრცელება ქვეყნისთვის დამღუპველია და ამ დროს საჭირო შეიძლება გახდეს შეზღუდვები, ამ დროს დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? ისევ თქვენ ციტატას შეგახსენებთ “დღეს ჩვენი ეკონომიკა” მეორე ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. ანუ, ისეთ დღეში ჩააყენეთ მდგომარეობა, რომ შემზღუდავი მოქმედებების ობიექტური საჭიროება რომ დადგეს, არანაირი საშუალება და რესურსი არ დატოვეთ, რომ ეს შეზღუდვები შემოიღოთ. ადამანები შიმშილისთვის იქნებიან განწირულები. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს, რომ თითი დაუჩიქრდეს, თქვენ მიდექით და მთელი ხელი მოჭერით და უმტკიცებთ, რომ ბედნიერი იყავი, ჩირქიანი თითი აღარ გაწუხებს და აღარ გტკივაო, მაშინ როცა ხელი მოჭერით დატოვეთ ხეიბარი. აი, ეს უქენით ეკონომიკას გაუაზრებელი შეზღუდვებით”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად