“იქნება ეს გივი თარგამაძე? კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი”

"ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ასე უკანონოდ იპოვებდეს ინფორმაციებს პოლიციელის თანამშრომლისგან",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს მიერ დაცული ინფორმაციის გამჟღავნებისთვის გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

ღარიბაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს, შსს-ს და მთავარ პროკურატურას მოუწოდა, გამოიძიონ, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს დეპუტატისთვის დაცული ინფორმაციის გაცემა.

"დღეს საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა. ასე რომ იქნება ეს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე? რა თქმა უნდა მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, სრული სიმკაცრით, ვიტყოდი. იმიტომ რომ ეს არის შეურაცხმყოფელი პოლიციელებისთვის, სამინისტროსთვის. მინდა მოვუწოდო ასევე შსს-ს, მათაც დაუყონებლივ დაიწყონ გამოძიება და გაარკვიონ, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს აღნიშნული ფაქტი.

ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ასე უკანონოდ იპოვებდეს ინფორმაციებს პოლიციელის თანამშრომლისგან. რაც უფრო დროულად მოახდენენ ასეთი უღირსი პოლიციელების გამოვლენას და მათ დასჯას, კანონის შესაბამისად, ეს იქნება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

"აღმაშფოთებელია, რომ გივი თარგამაძე ასე უკანონოდ იპოვებდეს ინფორმაციას პოლიციელისგან"

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...