“იქ სადაც სანტა არ ჩანს”, ჩვენი ანგელოზები ჩნდებიან” – ენდი და მისი ანგელოზები (ფოტორეპორტაჟი)

სოციალური საწარმო და ყველაზე კეთილი ,,ანგელოზების მუზეუმი” ერთი წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით, გუშინ, “დახატე 2020 ანგელოზი”-ს ფარგლებში, დაგეგმილი 12-დან ერთ-ერთი საუკეთესო ტილო შეიქმნა.

როგორც ანგელოზების მუზეუმის ხელმძღვანელი, ენდი მეყანწიშვილი გვიყვება, ანგელოზების მუზეუმი”-ის პროექტი “დახატე 2020 ანგელოზი” თავისთავში მოიაზრებს 12 მხატვრისა და 12 მოზარდის ერთობლივ კოლაბორაციას ტილოზე.
“მხოლოდ ანგელოზები” – ასეთია ამ მუზეუმის მთავარი დევიზი და იქ მობინადრეებიც ძირითადად ანგელოზები არიან..
შეიქმნება 12 საუკეთესო ტილო. როგორც ენდი მეყანწიშვილი ამბობს ეს პროექტი ბენეფიციარების სოციალიზაცია რელიზაციას შეუწყობს ხელს.
ტილო მოზარდის საკუთრება იქნება და გაყიდვაც მისი სურვილისამებრ გადაწყდება.
 გამოფენები დაიგეგმება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.  როგორც ენდი მეყანწიშვილი ამბობს ამერიკიდან და ინგლისიდან შემოთავაზება უკვე მიიღეს.
ანგელოზების მუზეუმი” სოციალური საწარმოა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების სოციალიზაცია რეალიზაციაზეა ორიენტირებული.
 არის შემოქმედებითი სივრცე, სადაც მოსწავლეები ნაყოფიერად ატარებენ დროს.
ენდი მეყანწიშვილი: მათი შესაძლებლობების აღმოსაჩენად და გამოსავლენად ვგეგმავთ სხვა და სხვა სახის მნიშვნელოვან პროექტებს.
პროექტი დაიწყო 2019 წლის 27 დეკემბერს და  2020 წელს დეკემბერში დასრულდება.
ენდი მეყანწიშვილი: მსგავსი ტიპის ღონისძიებები, ამ ბავშვების  შემოქმედებით ზრდას უწყობს ხელს.

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად