IPSOS France: “მთავარი არხის” დაკვეთილი კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებია, უკრაინის ოფისმა ჩაატარა

“ორგანიზაცია “იპსოსი” რომლის ჩატარებული კვლევის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, “აიპრესთან” აცხადებს, რომ IPSOS France “მთავარი არხის” დაკვეთილ კვლევასთან არანაირ კავშირში არ არის.

“აიპრესთან” IPSOS France -კვლევების დირექტორი, მეთიუ გალადი აცხადებს, რომ კვლევა მათ ორგანიზაციას არ ჩაუტარებია. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ, ანუ ტელეკომპანია “მთავარმა” საპარლამენტო არჩევნების შესახებ კვლევა იპსოსის უკრაინის ოფისს დაუკვეთა და შესაბამისად, ჩვენი კითხვების ადრესატებიც ისინი იყვნენ.

მეთიუ გალადი: მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ჩვენმა ადგილობრივმა ფილიალმა “Ipsos Ukraine”-მ ჩაატარა გამოკითხვები საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, Ipsos France არ მონაწილეობდა ამ კვლევებში. თუ დამატებითი დეტალები გჭირდებათ ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით, გირჩევთ პირდაპირ დაუკავშირდეთ ჩემს კოლეგებს უკრაინაში.

შესაბამისად, კითხვები, რომელიც კვლევასთან დაკავშირებით გვქონდა, უკრაინის ოფისთან გადავამისამართეთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ კვლევების გამოქვეყნებამდე სწორედ იპსოს საფრანგეთი დაანონსა თავის “ფეისბუქ” სტატუსში.

"ახლა გვარამია გაბრაზდა და ცოტას დაგვიწერს", – ტექსტი ერთერთი ოპოზიციური პარტიის ჩატიდან. ავტორს არ ვასახელებ (ჯერ),…

Posted by Nika Gvaramia on ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2020

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად