იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის, 10 საგვარეულო მაჩუბის და 8 კოშკის რესტავრაცია დაიწყება

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის  მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში აქციის  მონაწილეების პროტესტს სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით  არ ეთანხმება და უსაფუძვლოდ მიიჩნევს. სახელმწიფოს მიერ სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დეკლარირებისა და არაერთი კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამის ამოქმედების პირობებში, ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ  შეესაბამება.  

მიუხედავად იმისა, რომ  სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის   ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80 – მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა,  მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსის  და  იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს.  კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება. ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირდუღაბით ხელახლა აღდგება.  მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინაბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდება. შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები და  ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება.  გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხეკოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსვე დაიწყება მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების  გზით განსახორციელებელი კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის 2 უბნისჟვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციას ითვალისწინებს.  რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს.  გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისსოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამაც, რომელსაც სააგენტო ფონდქართუსთანერთად ახორციელებს.

ამავდროულად გაგრძელედება სოფელ ჩვიბიანში 2018 წელს ჩარკვიანების შამოშლილი საგვარეულო კოშკის აღდგენის პროცესი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 2019 წელს გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები კოშკის 2 სართულის რესტავრაციას გულისხმობს. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი არქიტექტურული წყობა 2020 წელს აღდგება. ანალოგიურად,  სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში 2 კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, წელსვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წლისთვის უზრუნველყოფს  სარეაბილიტაციოსაპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად 2 ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს.  

არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ  რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლიმაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...