იორდანიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით და სხვა საჭიროებებით უზრუნველყო

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხელს უშლის სამეფოში და მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლაზე ამოქმედებული შეზღუდვები.

“ქვეყანაში დაკეტილია საჰაერო სივრცე და ფრენებს ვერ ახორციელებს ვერც ერთი ავიაკომპანია. შეზღუდვა ასევე ვრცელდება საკუთარი მოქალაქეების მიღებაზე.

საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად