იონათამიშვილი: “რუსთავი 2”-ზე არამარტო სიტყვის, არამედ გინების “თავისუფლებაც” არსებობს

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავი 2-ზე არამარტო სიტყვის თავისუფლება, არამედ გინების “თავისუფლებაც” არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა “კურიერთან” განაცხდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გააბრაზა ამან ბიძინა ივანიშვილი? დეპუტატმა უპასუხა

“ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე და მის წინსვლაზე, კეთილდღეობაზე და განხილვების დროს “რუსთავი 2″-ზე არ ვსაუბრობთ”..

ჟურნალისტის კითხვაზე: ეთანხმებით თქვენ ბიძინა ივანიშვილს, “რუსთავი 2”-ის რომ გამორთოთ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება? რაზეც იონათამიშვილმა აღნიშნა:

“ეს არის ინტერპრეტაცია რაც სამწუხაროდ დამახასიათებელია თქვენი ტელევიზიისთვის. მე გეუბნებით რომ ეს არის ინტერპრეტაცია, მას ასეთი რამე არ უთქვამს. ივანიშვილმა თქვა და ხშირ შემთხვევაში კვლევებითაც არის დადგენილი, რომ ხდება ფაქტების დამახინჯება და ინტერპრეტაცია”.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2″-ის 9% წილის მფლობელმა ნიკა გვარამიას და”რუსთავი 2”-ის ე.წ. გაყიდვების სახლს უჩივლა 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად