იონათამიშვილი: როცა მთელი ცივილური სამყარო მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დარჩეს სახლში, “ნაცმოძრობა”, მოუწოდებს, რომ გამოვიდეს გარეთ

ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში საკუტარ გვერდზე წერს.

„სხვა არაფერი ქვია იმ ქველმოქმედებით შენიღბულ მავნებლობას, რასაც ადგილი ქონდა ზუგდიდᲨი. მადლობა სამართალდამცველებს, რომ დროულად განმუხტეს სიტუაცია და რეალური საფრთხისგან დაიცვეს ზუგდიდის მაცხოვრებლები“- წერს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ: დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ადგილობრივ მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს. აქციას ათობით მოქალაქე დაესწრო, რამაც საგანგებო რეჟიმის ფარგლებში მოქმედი წესები დაარღვია.

ცნობისათვის: 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად