იონათამიშვილი ომბუდსმენის ანგარიშზე: ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურებულია რომ 20 ივნისს ღონისძიებები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა.

„ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს – ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“,- განაცხადა რატიო იონათამიშვილმა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას.

მისივე თქმით, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშთან დაკავშირებით, აქტიური დისკუსია გაიმართება.

ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანგარიშით დადასტურებულია ის, რასაც მმართველი გუნდი 2019 წლის 20-21 მოვლენებისას ამბობდა.

„ რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ის მიმართულება დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან, მათ შორის, არ ჰქონდა ბრძანებას ადგილი“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ: სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად