იონათამიშვილი გახარიაზე: ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან გაგეგოო – ღირსეული კაცი იქნებოდა?

ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან, ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, – ღირსეული კაცი იქნებოდა?, – ამის შესახებ საპარლამნტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მისამართით წერს.

“არ მგონია, პიარის ხარჯზე ყველაფრის ჩამოწერა შეიძლებოდეს…
გახარიასთან და მის თანაპარტიელებთან ერთი კითხვა მაქვს:
ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, დღეს ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან, ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, – ღირსეული კაცი იქნებოდა?
ისტორია იტყოდა, რომ ადამიანური და ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინა, რადგან – კი შემოუძღვა, მაგრამ დილით გააფრთხილა სიმონ I-ო?” -წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...