იონათამიშვილი: ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას

ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, არასწორი ინტერპრეტაციით, პროცედურის ნაწილზე გაამახვილოს ყურადღება, მთავარი თემა კი 48 მილიონი ლარის გაფლანგვაა.

„ვხედავთ, ცდილობენ, ვისაუბროთ პროცედურის ნაწილზე, ისიც არასწორი ინტერპეტაციით, მაშინ, როცა მთავარი თემა 48 მილიონი ლარის გაფლანგვაა. ეს თანხა ეკუთვნის ხალხს და სახელმწიფოს. ცხადია, არც 48 მილიონი ლარის და არც 48 ლარის გაფლანგვა არავის დარჩება ისე. საზოგადოების ყურადღება გადავიდა პროცედურულ ნაწილზე და მთავარ თემაზე არ ვსაუბრობთ. ეს არის 48 მილიონი ლარის გაფლანგვა“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გიგი უგულავას დაკავებაზე, იონათამიშვილის თქმით,  ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან.

„ვნახეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები მაშინ, როცა ეს არასწორი ინფორმაციის შედეგად კეთდებოდა და ვნახეთ, როგორ შეიცვალა ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ. აქაც მსგავს საკითხებთან გვაქვს საქმე და უფრო აქტიური თანამშრომლობით ამ მხრივადაც მივიღებთ ობიექტურ და პოზიტიურ შეფასებას“ ,- თქვა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად