ინტერვიუს დროს მომხდარი ინციდენტის გამო ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე იმყოფება

გუშინ ინტერვიუს ჩაწერის დროს, ხატია დეკანოიძის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ხატია დეკანოიძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ის გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან აცხადებს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

“მისი იდენტიფიცირება მოხდა. ამ ადამიანის გზავნილები, რაც სოციალურ ქსელში აქვს, არის საკმაოდ საშიში, რაც გულისხმობს პირდაპირ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მუქარას.

მე პოლიციას მივაწოდებ ყველანაირ ინფორმაციას, რაც მაქვს. მაქვს ის ინფორმაცია, რაც ყველამ იხილა. ეს იყო, რეალურად, ძალიან საშიში რამ. ეს იყო გზავნილი, რომელსაც, სამწუხაროდ, უშვებს ხელისუფლება.

გამოკითხეს თუ არა ეს ადამიანი ესეც არ ვიცი, ახლა შევალ და გავარკვევ,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები
იტვირთება...