ჩვენ შორის ვერაფერი ჩადგება – ალექსანდრ-არნოლდი დაბრუნებას ანიმაციით აღნიშნავს

თითქმის 9 თვე გავიდა მას მერე, რაც დიდ ბრიტანეთში, მატჩები ფეხბურთის სისხლის – მაყურებლის გარეშე მიმდინარეობდა. 2 დეკემბერს კი, ეს შეზღუდვა მოიხსნა და მაყურებელთა მცირე ნაწილი შეძლებს მატჩებზე დასწრებას. ლივერპულის მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გულშემატკივართა მოედანზე დაბრუნებას ანიმაციური ფილმით აღნიშნავს, სადაც ფეხბურთის სამყაროში თავისი მოგზაურობის შესახებ ყვება.

„ძალიან მენატრება გულშემატკივარი. მათ გარეშე, სიცარიელეს ვგრძნობ. იმის ცოდნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ტელევიზორით გიყურებენ, არ ცვლის მათ მოედანზე ყოფნას. ფეხბურთი მათ გარეშე სხვანაირია.“

ანიმაცია „მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“ სრულად შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე :  https://www.redbull.com/int-en/trent-alexander-arnold-cant-wait-to-see-you

www.redbullcontentpool.com-ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ტრენტ ალექსანდრ- არნოლდთან, რომელსაც ცნობილი ყოფილი ფეხბურთელი იან რაიტი უძღვებოდა.

 

საიდან იწყება თქვენი ფეხბურთისადმი სიყვარული და რამდენი წლის იყავით?

ვფიქრობ ეს ჩემი უფროსი ძმის (ტაილერის) დამსახურებაა და როგორც მახსოვს 4 ან 5 წლის ვიყავი. ის ადგილობრივ კლუბ ასტროში თამაშობდა, სადაც პატარ-პატარა სავარჯიშო სესიები მუდმივად მიმდინარეობდა. მახსოვს როგორ ვტიროდი ღობიდან მათი შემყურე, თუმცა მათი თქმით იმ დროს ფეხბურთისთვის ძალიან პატარა ვიყავი.

 

თქვენი უფროსი ძმების გავლენაზე ადრეც გისაუბრიათ, მოგვიყევით რა ხდება თქვენს სახლში?   

სიგიჟე იყო. ყოველთვის ფეხბურთს ვთამაშობდით. გაუჩერებლად. დღის ნებისმიერ მონაკვეთში – სკოლის გარდა – ყველგან და ყოველთვის ფეხბურთს ვთამაშობდით. თუ გარეთ წვიმდა სახლში შევდიოდით და იგივეს დერეფანში, ორ კარს შორის, ვაგრძელებდით. ერთ-ერთი ჩვენგანი შემოსასვლელ კარს იკავებდა, მეორე სასადილო ოთახის კარს, რადგან ისინი ერთმანეთის პირისპირ იყო და შენ გოლი უნდა გაგეტანა დახვეული წყვილი წინდით, ბურთით ნებისმიერი ნივთით, რაც ხელში მოგვხვდებოდა.

 

რომელია თქვენი პირველი მოგონება სატელევიზიო მატჩთან დაკავშირებით?

უეინ რუნის გულშემატკივარი ვიყავი. ის ადგილობრივი ბიჭი იყო, თუმცა მის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი არსებობდა. 5 ან 6 წლის უნდა ვყოფილიყავი, როდესაც ის მის პირველ გუნდში თამაშობდა. საოცარ რაღაცეებს სჩადიოდა მოედანზე, მაგალითად მისი გოლი არსენალთან.

 

რომელი ფეხბურთელის გულშემატკივარი იყავი ბავშვობაში?

სტივენ ჯერარდის. ჩემთვის ყველაფერი იყო. მინდოდა,  ჯერარდი გამოვსულიყავი. მინდოდა მასავით მეცხვორა და მეთამაშა. ქუჩაში თუ ცარიელ ბოთლს ფეხს დავარტყამდი, დავიყვირებდი: „ჯერარდი“.

 

რა შეგრძნება დაგეუფლა, როცა სტივ ჯერარდს პირველად შეხვდი?

ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო, რომელსაც ჯერარდი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. ამ დროს მე უკვე ლივერპულში ვთამაშობდი, გუნდმა თამაშის ბილეთები მაჩუქა. წავედით – მე, ჩემი ძმა და დედაჩემი. მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ზონაში ვისხედით, როდესაც ის შემოვიდა – მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია. გქონიათ შემთხვევა, როცა ვინმეზე ფიქრობთ, რომ  ის ადამიანი არ არის? ისე აიდიალურებ და აღმერთებ მათ, რომ გავიწყდება მათი რეალური არსებობის შესახებ. ფოტოები გადავიღეთ და ა.შ. საოცარი იყო, ეს დღე არასდროს დამავიწყდება

 

მომიყევი შენ პირველ მატჩზე გულშემატკივრის ამპლუაში…

მეოთხედფინალი იყო იუვენტუსის წინააღმდეგ, 2005 წელი – ლუის გარსიამ ბურთი მიწაზე დაუშველად გაგვიტანა. მახსოვს გზა ენფილდამდე, შემაგულიანებელი მუსიკა. ათასობით ადამიანი იყო, მე კი ძალიან პატარა დედაზე ხელჩაჭიდებული გზას ძლივს მივიკვლევდი. ერთი მომენტი არასდროს დამავიწყდება, როდესაც სტადიონზე შედიხარ, ადიხარ კიბეზე, ეძებ შენს ადგილს და ამ დროს მოედნის პირველ ნაწილაკებს ხედავ. ეს იყო მომენტი რა დროსაც უკვე ვიცოდი -ერთ დღეს ამ მოედანზე მეც ვიდგები.

 

 როგორია ტრანსფორმაცია გულშემატკივრიდან პროფესიონალ ფეხბურთელამდე?

მე პირველ ყოვლისა გულშემატკივარი ვარ, შეიძლება ამიტომაცაა, რომ ფეხბურთის თამაშთან დაკავშირებული ყველა დეტალი უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც ვთამაშობ ყოველთვის ვიხედები იქ ზემოთ, სადაც ადრე ვიჯექი, შემიძლია გავიხსენო ზუსტად ის ადგილი, სადაც პირველად ვიჯექი. ენფილდზე, შემიძლია მიგანიშნოთ ზუსტად იმ ადგილზე, 10 დასაჯდომის ცდომილებით, მიუხედავად იმის რომ ახლა ახალი ტრიბუნებია და შემიძლია წარმოვიდგინო ზუსტად ის კუთხე რა კუთხითაც პირველ მატჩს ვუყურებდი. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასეა.

 

როგორ გახდით ის ფეხბურთელი, რაც დღეს ხართ? როგორ ფიქრობ, რით გამოირჩევით?

მუდმივად ვთამაშობდი. არასდროს მითამაშია განძრახ,მაგრამ რაც უფრო მეტს თამაშობ, მით უფრო ამართლებ 10 000 საათის იდეას. ჩემთვის შეჯიბრება ჩემი საუკეთესო უნარების გამოვლენის გზაა. თუ მინდა, რომ გრძელ გადაცემაზე ვიმუშაო, ვცდილობ ეს შეჯიბრებად ვაქციო. ამიტომ, ხანდახან ვეუბნები „ ამას ვერ გააკეთებ, აბა მაჩვენე, რა შეგიძლია?“.  ახლაც, ვთხოვ გუნდელს ვარჯიშის შემდეგ დარჩეს და სხვადასხვა ტექნიკის დასახვეწად ვივარჯიშოთ.

 

მომიყევით ენფილდზე თამაშის დღეებზე.

მოედანს რაღაც მაგიური ძალა აქვს. ისეთი ატმოსფეროა, რომ მის მთელ ისტორიას შეიგრძნობ. ბარსასთან თამაში საოცრება იყო, მაგრამ თამაში სიტისთან (ჩემპიონთა ლიგა, 2018) დაუვიწყარი იყო. ასეთი რამ, არასდროს მიგრძვნია. მთელი ძალით ვყვიროდით,  მაგრამ ერთმანეთის ხმა არ გვესმოდა. ვცდილობდი მეთქვა „შენი მხარი, ყურადღება მიაქციე მხარს“, მაგრამ არ ესმოდათ.

 

რას ჰგავს ფანების გარეშე თამაში?

რთულია, რადგან ვერც კი იაზრებ, რა გავლენას ახდენენ ისინი თამაშზე. იმის ცოდნა, რომ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ტელევიზორით გიყურებენ, არ ცვლის მათ მოედანზე ყოფნას. ფეხბურთი მათ გარეშე სხვანაირია. მენატრება გზა მოედნამდე, როცა ათასობით მაყურებელი გვეგებებოდა.

 

რა შეგრძნება იყო პრემიერ ლიგის მოგება, ამდენი წლის ლოდინის შემდეგ?

მისაღებ ოთახში, სხვადასხვა სავარძელში ვისხედით მე და დედა. არც ვსაუბრობდით, ტელევიზორს ვუყურებდით და უცებ, მივხვდი, რომ  მოვიგებდი და გავიაზრე, რას ნიშნავდა. აღვნიშნეთ, როცა ჩელსიმ მანჩესტერ სიტი დაამარცხა, მაგრამ სანამ მედალს და თასს არ დაიჭერ ხელში, მანამდე ბოლომდე ვერ იაზრებ. კლიშეა, მაგრამ მართლა ოჯახია. ამ 30 წლის მანძილზე გვქონდა ცუდი და ძალიან ემოციური დღეებიც. დაფიქრდები, რამდენად ახლოს ვიყავით ლიგის მოგებასთან და როგორი მძიმე იყო ეს გულშემატკივრისთვის.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად