ინტერპოლმა უკრაინის სამართალდამცავების მიერ ძებნილი პირი დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „დარიალში“, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე,  დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ინტერპოლის მიერ არტაკ მკრტუმიანი, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 10 მაისს გამოცხადდა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არტაკ მკრტუმიანმა 2014 წლის 10 მაისს ქალაქ კრივოი როგში, ჩხუბის დროს ზურგში დანა ჩაარტყა მოქალაქე ი. რუდიაკს, რითიც მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

ამჟამად არტაკ მკრტუმიანი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად