ინტერპოლმა დავით კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა დავით კეზერაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა საჯარო სიიდან ამოიღო. 

ძებნის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი შოთა მინდელი ავრცელებს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაც ადასტურებს.

დავით კეზერაშვილზე ძებნა საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს გამოაცხადა. ის 5 საქმეზე იყო ბრალდებული, ე. წ. სპირტის საქმეზე ის გამართლდა. ამჟამად მის დაუსწრებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც რიყისა და "იმედის" გასხვისებას, წილების გადაფორმებას ეხება. კეზერაშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ბოროტად გამოყენება, თაღლითობა და თანხების ლეგალიზება ედება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...