ინტერნეტში, ხელისუფლების უპატივცემულობისთვის, რუსეთი 15 დღიანი დაკავების ან ჯარიმის შემოღებას აპირებს

დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში ხელისუფლების შესახებ უპატივცემულო მასალების გამოქვეყნების შემთხვევაში, კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა, ან 15-დღიანი პატიმრობა ელის.

გენერალურ პროკურორს კი მსგავსი რესურსების დაბლოკვის უფლება ექნება. ექსპერტებმა კი დოკუმენტში მასმედიისთვის ახალი შეზღუდვები დაინახეს.

შესაბამისი კანონპროექტი დუმაში 12 დეკემბერს შეიტანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტები მიმართულია ინტერნეტში ყალბი ინფორმაციის, აგრეთვე ისეთი მასალების გავრცელების წინააღმდეგ, რომლებიც შეიცავს კონსტიტუციის, სოციუმის, ხელისუფლების, ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლიკის, სახელმწიფო ორგანოების მიმართ აშკარა უპატივცემულობასა და მისი მიუღებელი ფორმის ტექსტს.

კანონპროექტს, მისი ავტორები “ანტიფეიკს” უწოდებენ. მისი დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური პირის წინააღმდეგ დაინიშნება ჯარიმა, რომლის მოცულობაც 3 ათასიდან – 5 ათასი რუბლი იქნება, ხოლო ოფიციალური პირის შემთხვევაში – 30 ათასიდან – 50 ათასი რუბლი. რაც შეეხება იურიდიულ პირებს – 400 ათასიდან – 1 მილიონი რუბლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად