“ინტერნეტი განვითარებისათვის”- დმანისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეღავათიანი სერვისებით ისარგებლებს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით პროგრამას -“ინტერნეტი განვითარებისათვის” ახორციელებს. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა სიაში არიან და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100.000 – ს, საშუალება აქვთ პროგრამაში ჩაერთონ და ვაუჩერები მიიღონ.

აღნიშნული სააგენტო დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და პოტენციურ ბენეფიციარებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეღავათებით სარგებლობაც დამოკიდებულია იმაზე, რომელ პროვაიდერს აირჩევს აბონენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...