“ინსტიტუტები სააკაშვილის და მისი გუნდის პოზიტიური დამსახურებით კიდევ ეფექტურად ფუნქციონირებს”- გიორგი თარგამაძის მონოლოგი (ვიდეო)

” გადაწვიტა მიხეილ სააკაშვილმა ეჩვენებინა მისი თანაპარტიელებისთვის ვინ არის ამ ოჯახში მასპინძელი”-ამის შესახებ, ტელეწამყვანმა გიორგი თარგამაძემ “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

ტელეწამყვანმა გიორგი თარგამაძემ “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მან საპრეზიდენტო ბიბიოლთეკის ბაზაზე შტაბის შექმნა დაანონსა, სადაც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები “ქართული ოცნების” დამარცხებისთვისთვის იბრძოლებენ.

“რა საერთო შეიძლება ჰქონდეს შტაბს და ბიბლიოთეკას? ბიბლიოთეკას და შტაბს? ”  ამაზე, გიორგი თარგამაძე მონოლოგში გვიყვება:

მონოლოგი: "ივანიშვილის დამხობის შტაბი"

💬 „რა საერთო შეიძლება ჰქონდეს შტაბს და ბიბლიოთეკას? ბიბლიოთეკას და შტაბს? ეს საერთო პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ახალი გადაწყვეტილებაა, რომელმაც დაბნეულობა შემოიტანა ოპოზიციის და არამარტო მის რიგებში“⭕ გიორგი თარგამაძის ფორმულა – მონოლოგი 👇

Posted by გიორგი თარგამაძის ფორმულა on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

 

“რა საერთო შეიძლება ჰქონდეს შტაბს და ბიბლიოთეკას? ბიბლიოთეკას და შტაბს? ეს საერთო პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ახალი გადაწყვეტილებაა, რომელმაც დაბნეულობა შემოიტანა ოპოზიციის და არამარტო მის რიგებში.

მაგრამ, მანამ, სანამ გარედან დაბნეულობას მივადგებით. მოდით, თვალი შევავლოთ მის პარტიას. “ნაციონალური მოძრაობის” მდგომარეობას, რომლის საპატიო თავმჯდომარეც თავად არის. მის მიმართვაში სხვა ოპოზიციური პარტიების ჩამონათვალში მოხვდა.

ერთი ანგარიშგასაწევი ვერსია ის არის რომ სააკაშვილი უკმაყოფილოა პარტიის ახლანდელი ხელმძღვანელობით, რომლებიც შემჩნეულნი არიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პარტიის დამფუძნებლისგან განსხვავებულ პოზიციებს.

ამ ვერსიის მართებულობის რწმენას გვიძლიერებს ის პრეცედენტი, რომელიც უკვე მოხდა “ნაციონალურ მოძრაობაში” როდესაც უალტერნატივო და ძალაუფლებით გამაგრებული ლიდერის მკაცრ ვერტიკალს მიჩვეული პარტიული სისტემა, ადგილზე მყოფი შედარებით თანაბარი ლიდერების კოლექტიური მართვის სისტემაზე გადავიდა.

კონფლიქტმა თავი ვერ დამალა და პარტია მნიშვნელოვანმა ბირთვმა დატოვა, რომელიც “ევროპულ საქართველოდ” ჩამოყალიბდა.

როგორც ჩანს, კიევში მყოფი ლიდერის მოლოდინები, დისტანციური მართვის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ არ გამართლდა და გადაწვიტა მიხეილ სააკაშვილმა ეჩვენებინა მისი თანა პარტიელებისთვის ვინ არის ამ ოჯახში მასპინძელი “,-ამბობს გიორგი თარგამაძე.

გიროგი თარგამაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, არ აქვს მოლოდინი რომ ოპოზიცია ჩამწკრივდება და მის ლიდერობას აღაირებს:

“მოკლედ, მოლოდინი იმისა რომ მთელი ოპოზიცია დამწკრივდება და მის ლიდერობას აღიარებს, არამგონია მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს. ასე არც ვარდების რევოლუციის დროს ყოფილა. ხელისფულების ნაბიჯებმა, ხალხის მოთმინების ფიალის ავსებამ და მისმა პიროვნულმა თვისებებმა, ეს როლი ბუნებრივად შემდგარ ფაქტად აქცია.

დღევანდელი სურათი 2003 წლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსაკუთრებით იმ მხრივ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის პოზიტიური დამსახურებით, ჯერ კიდევ ეფექტურად ფუნაციონირებს. მათი წინააღმდეგობის გადალახვა, ადრე გამოყენებული მეთოდების ეფექტურობას თითქმის გამორიცხავს”-ამბობს თარგამაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად