Instagram-მა ჩინური TikTok-ის ანალოგიური სერვისი აამუშავა

სოციალურმა ქსელმა Instagram ჩინური TikTok-ის ანალოგიური სერვისი აამუშავა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს. ახალი ფუნქცია 15-წამიანი ვიდეოების ჩაწერისა და მასზე მუსიკისა და ეფექტების დადების შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული სერვისი Stories ფორმატში არის ინტეგრირებული. იგი ხელმისაწვდომია iOS და Android-ის მომხმარებლებისთვის, თუმცა ჯერ მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოკლედ ვიდეოები ვირტუალურად გავა დიდ აუდიტორიაზე Top Reels-ის განყოფილების მეშვეობით, ისევე, როგორც ეს TikTok-ის შემთხვევაში ხდება, როდესაც ვიდეოები ჩელენჯის განყოფილებაში ხვდება.

ამერიკული კვლევითი კომპანია Sensor Tower-ის შეფასებით, ამ ეტაპზე TikTok-ის აუდიტორია თვეში 1,5 მილიარდ მომხმარებელს შეადგენს, საიდანაც ამერიკის წილი 122 მილიონია.

ნოემბერში Facebook-მა გაუშვა ანალოგიური სერვისი Lasso, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის. მასში მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაიწერონ ვიდეოები ფონოგრამის ქვეშ და აგრეთვე 15-წამიანი ვიდეო-რგოლები, რომელთა ერთმანეთში გაცვლაც შეუძლიათ. ამისათვის Lasso-ში არის მსხვილი მუსიკალური ბიბლიოთეკა და ინსტრუმენტები ეფექტების დადებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად