Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება მოხდა

სოციალური ქსელ Instagram-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა. ამაზე მოწმობს სერვის Downdetector-ის მონაცემები, რომელიც ინტერნეტ სერვისების მუშაობას იკვლევს.

მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ, რომ პრობლემაა აპლიკაციის მუშაობასთან დაკავშირებით. შეფერხებამ მოიცვა აშშ, ბრაზილია, მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იაპონია და სხვა ქვეყნები.

ბოლოს, Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება გასულ კვირას, 24 ივლისს მოხდა. მაშინ ტექნიკური პრობლემები აგრეთვე ჰქონდა Facebook-საც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...