Instagram-ის ხელმძღვანელი აშშ-ის კონგრესში ჩვენებას მისცემს

სოციალური ქსელის, Instagram-ის ხელმძღვანელი ადამ მოსერი აშშ-ის კონგრესში ჩვენების მიცემას დათანხმდა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების შესახებ ამერიკელი კანონმდებლების კითხვებს ის 6 დეკემბერს უპასუხებს.

მანამდე კონგრესში სიტყვით გამოვიდა Facebook-ის ხელძღვანელი მარკ ცუკერბერგი, რომლიც კომპანიამ, ცოტა ხნის წინ, სახელი შეიცვალა და Meta დაირქვა.

ოქტომბერში აშშ-ის სენატში ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების შესახებ პირველი მოსმენები გაიმართა. ყურადღება გამახვილდა ყოფილ თანამშრომელ ფრენსის ჰაუგენზე, რომელიც ამტკიცებს, რომ Facebook-მა იცოდა ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ, რომლებსაც მისი სოციალური ქსელები, განსაკუთრებით Instagram მოზარდებში იწვევს, თუმცა მავნე პრაქტიკის გამოსასწორებლად არანაირი ზომა არ მიუღია. პირიქით, ისინი წახალისდნენ, რადგან ამით მომხმარებლის ჩართულობა იზრდებოდა.

კომენტარები
იტვირთება...