ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით – პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ორწლიანი პროექტის -ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით – შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და 1 500 000 ევროთი დაფინანსდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

დასკვნითი ღონისძება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და პოლონეთის ინვესტიციების და განვითარების მინისტრის მოადგილემ მალგორჟატა იაროშინსკა-იედინაკმა გახსნეს.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისა და მათი მომზადების კუთხით, რაც გულისხმობს მეწარმეებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და სივრცითი დაგეგმვის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე უნარ – ჩვევების გაუმჯობესებას ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროგრამების და პროექტების მომზადების კუთხით.

პროექტის პოზიტიური შედეგებია: სივრცითი განვითარების და მიწათსარგებლობის გეგმების პროექტის, ასევე საინვესტიციო პროექტის მონახაზის მომზადება შერჩეული 2 მუნიციპალიტეტისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მოხდა სივრცითი და მიწათსარგებლობის გეგმების
მეთოდოლოგიების შემუშავება-შედგენა-მიღებასთან დაკავშირებული გზამკვლევის მომზადება, ასევე – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საინვესტიციო პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებით.

კონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოში პოლონეთის ელჩი და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად