ინფრაქტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, მესტიაში, სოფელ მულახში აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში. მულახის თემის 12 სოფლის წარმომადგენლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ, სანამ პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან. აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ.

ჯერჯერობით გზა გადაკეტილია. გუბერნატორი აქციის რამდენიმე მონაწილეთა ერთად მულახის თემში გაემგზავრა.
გზის ჩაკეტვის გამო ათეულობით ტურისტი და მგზავრი გზაში რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად