ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ევროპის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში, რომელიც სლოვენიაში გაიმართა, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 4 შესაძლებლიდან ოთხივე მედალი მოიპოვა.

გიორგი ნადარეიშვილი (ვერცხლის მედალი – კომაროვის სკოლა);

იაკობ რიგვავა, გიორგი ჩხაიძე, ერეკლე ხომასურიძე (ბრინჯაოს მედლები – კომაროვის სკოლა).

ოლიმპიადის მონაწილე 24 ქვეყნიდან ოთხივე მედლის მოპოვება მხოლოდ ექვსმა შეძლო და ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროპის ქვეყნების უძლიერესთა შორის მოხვდა.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ – პროფესორი, გიორგი მანდარია და ასისტენტ-პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად