ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა და 76 გარდაცვლილი – ბოლო 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  812 246-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.01%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 749 699.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 621, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 242, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი -260, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 023 საიდანაც:
• 6 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 568, აჭარაში – 561, იმერეთში – 1 412.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 667 პირი, მათ შორის, თბილისში – 660, აჭარაში – 124, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი,  მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 46, იმერეთში – 37.
• 1 157 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 766 – თბილისში, 227 – აჭარაში.
• 43 261 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 0.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 152 ადამიანი.

კომენტარები
იტვირთება...