ინფიცირების 1076 და გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა ირანში

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენლები ტვიტერზე აქვეყნებენ

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 24 საათის განმავლობაში გაიზარდა 1076-ით და ამჟამად შეადგენს  5823 კაცს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 21-ით და ამჟამად ირანში კორონავირუსით გარდაცვლილია 145 კაცი

სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევბი 97 ქვეყანაშია დადსატურებული

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არის 103733 კაცი, სრულად გამოჯანმრთელებულია 58456 კაცი. განაგრძობს მკურნალობას 41755 კაცი, აქედან 6137 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გარდაცვალებულთა რაოდენობა არის 3522 კაცი

ჩინეთი – 3070
იტალია – 197
ირანი – 145
სამხრეთ კორეა – 48
აშშ – 17
საფრანგეთი – 9
ესპანეთი – 8
იაპონია – 6
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
ერაყი – 4
ავსტრალია – 2
დიდი ბრიტანეთი – 2
ჰონგკონგი – 2
ნიდერლანდები – 1
სან მარინო – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
ფილიპინები – 1

შვიცარია – 1

 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
კომენტარები
იტვირთება...