იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი: კორონავირუსი ჩინეთში პირველად საკვებით გავრცელდა! ამიტომ უნდა დავიბანოთ ხელები!

“თუ დანფიცირებული ადამიანი ტელეფონს, ჩანგალს, ან სხვა რამე ნივთს მოკიდებს ხელს და შემდეგ ჩვენ ამას შევეხებით, შემდეგ კი თვალთან,ცხვირთან,ან პირთან მოხვდება ეს ხელი, ჩვენც დავინფიცირდებით”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

“არ უნდა მივირთვათ გაურეცხავი საკვები. ჩინეთში თავიდან საკვებით გავრცელდა. ბაზარში ნაყიდი საკვებით. ამიტომაა, რომ ყველა მოგვიწოდებს, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები. თორე რა შუაშია სუნთქვით გადამდებ ინფექციასთან ხელების დაბანა.

თუ ხელის დაბანის სასუალება არ არის სხვადასხვა დეზინფექტატებით, მაგალითად ალკოჰოლის შემცველით, თუ გავიწმენდთ, ეს შველის.

უნდა ვიცოდეთ, თუ ხელითშეეხო რაიმეს, მაგალითად მობილურ ტელეფონს, შემდეგ ეს მივიტანეთ პირთან მაშინ დაინფიცირება მოხდება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად