ინფექციურის დირექტორი: გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიში უსიმპტომო პაციენტები არიან

ამის შესახებ ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“თავიდან ვამბობდით, რომ შესაძლო შემთხვევად უნდა ჩაგვეთვალა პაციენტი თუ ჰქონდა მძიმე მწვავე რესპირაციული მდგომარეობით, რაც გულისხმობდა 38-სა და მეტს. ეს ამოვიღეთ და ახლა შესაძლო შემთხვევად ითვლება ყველა პაციენტი, ვისაც აქვს ჩვეულებრივი, მწვავე რესპირაციული ინფექცია და არა მძიმე. შესაბამისად, ცხელების ცნება საერთოდ ამოვიღეთ. თუ პაციენტს აქვს რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ეს შეიძლება იყოს ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, აღარაფერს ვამბობ უკვე მძიმე სიმპტომებზე, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და სხვა.

აქვე მნიშვნელოვანია, სად არის ის ნამყოფი. თუ ადამიანს აქვს მწვავე ინფექციური სიმპტომები, მაგრამ არ ყოფილა მაღალი ეპიდემიური რისკის ქვეყნებში, ან სავარაუდო შემთხვავასთან კონტაქტში, ის სავარაუდოდ არ არის კორონავირუსით ინფიცირებული.

ყურადღება მიაქციეთ, ვისაც დაუდგინდა. ეს იყო შუახნის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა ირანში, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მწვავე რესპირაციული შემთხვევის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა ტემპერატურის გარეშე და დაუდასტურდა. ჩვენ რომ ამისთვის ყურადღება არ მიგვექცია გაგვეპარებოდა ეს პაციენტი, ასე გაეპარათ იტალიაში, კორეაში. ასეთი უსიმპტომო პაციენტები არიან განსაკუთრებით საშიში გავრცელების თვალსაზრისით”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად