ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი: სიმშვიდე შეინარჩუნეთ, სანერვიულო არ გვაქვს

” ძალიან გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. სანერვიულო არაფერი არ გვაქვს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში 14 პაციენტია. ზუსტი ინფორმაცია დაუდგინდათ თუ არა მათ კორონავირუსი ამ ეტაპზე უცნობია.

“დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა არ გვაქვს. სუბეიქტურად ჩივილები არ აქვთ. ობიეტურად არანაირი ცვლილებები არ ვლინდება. დიდი ალბათობით, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევებში, ამ 14 შემთხვევაზე ტესტის შედეგი იქნება, ალბათ, ნეგატიური.
ჩვენ ველოდებით ტესტის შედეგებს.

ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია იმან, რომ პირველად მოხდა 14 პაციენტზე ტესტის აღება. 14 პაციენტზე ტესტის აღებას დასჭრიდა ხანგრძლივი პერიოდი. ამ ხანგრძლივი პერიდოის შემდეგ რეაქციის დადგენა განსხვავებულ რეჟიმში ხდება. ტესტის დამთავრებას გარკვეული დრო დასჭრიდება. დამთავრდება და მოგეწეოდებათ უკვე ამ ტესტების შედეგები.

ალბათ მოგეწოდებათ ტესტესბის შედეგები.”-ამბობს მარინა ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად