ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელი: თენგიც ცერცვაძეს პარლამენტში მოხვედრის სურვილი არ ჰქონია

თენგიც ცერცვაძეს პარლამენტში მოხვედრის სურვილი არ ჰქონია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესამსახურის წარმოამდგენებლმა გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში, ყოველ შემთხვევაში ამ მოწვევის პარლამენტში და თუნდაც დაეკავებინა მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა”, – აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

კითხვაზე, კოვიდის მართვის პროტოკოლში რა არ მოსწონდა და რის გამოც გადაწყვიტა, რომ მას ეს განცხადება დაეწერა? – გიორგი ბერიძე პასუხობს:

“ეს ისეთი დეტალია, რომელზეც ბატონი თენგიზი თავად გაგცემთ პასუხს. განცხადების დაწერის თაობაზე მე ინფორმაცია არ მაქვს. მე გიდასტურებთ, რომ ის რჩება თანამდებობაზე. მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ბატონ თენგიზთან, ერთ-ერთ ლოკაციაზე, ერთ ღონისძიებაზე ვიყავით ორი საათის განმავლობაში და ის ირიბადაც არ შეხებია თანამდებობის დატოვების საკითხს. იმ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან”, – განაცხადა გიორგი ბერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად