ინფექციური საავადმყოფო: პაციენტები ძირითადად მილანიდან არიან ჩამოსულები, მილანურმა ვოიაჟებმა გადააჭარბა

” ძირითადად მილანურმა ვოიაჟებმა გადააჭარბა ყველაფერს”-ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მარიან ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება. პაციენტები ძირითადად მილანიდან არიან ჩამოსულები.

” ეს მოგზაურობები, ძირითადად მილანურმა ვოიაჟებმა გადააჭარბა ყველაფერს. ასეთ შემთხვევაში ჯგუფურად მიდის 4-5-6 ადამიანი. ამან გაგვიადვილა ის რომ ჩვენ ცალკე არ მოვათავსოთ პაციენტები და მოვათავსოთ ერთად ბოქსირებულ განყოფილებაში. იტალიის ქალაქებია. ძირიათდად მილანია, ერთი იყო სიცილიიდან. ძირითადად მილანიდან არიან ჩამოსულები”-ამბობს ეზუგბაია.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ინფექციურ საავადმყოფოში კი ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება, 6 პირი კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად