ინფექციური საავადმყოფო: კორონავირუსით ინფიცირებულს ტემპერატურა არ აღენიშნება- მსუბუქი ფორმა აქვს

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ამ ეტაპზე ტემპერატურა არ აქვს. ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღენიშნება.

როგორც “აიპრესს” ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს დაავადების მიმდინარეობის მსუბუქი ფორმა აღენიშნება.

“ტემპერატურა არ აქვს, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება. მსუბუქი ფორმა აქვს. უნდა გაიაროს ყველა პროცედურა. მან, შესაძლოა, ადვილად გადაიტანა, მაგრამ ვიღაცას გადადოს და რთულად გადაიტანოს და იყოს გამავრცელებელი”-აცხადებენ ინფექციურში.

შეგახსენებთ გუშინ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან განაცხადა რომ ლუგარის ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ქვეყანაში შემოვიდა კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად