ინფექციური საავადმყოფო: 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ალექსანდრე გოგინავას თქმით, კლინიკაში მოთავსებული 45 პაციენტიდან, ოთხის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, 45 პაციენტი, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

” ჩვენთან არის 45 პაციენტი, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. დღეს დილის მონაცემებით არის სტაბილური. სტაბილურია ასევე სხვა პაციენტების მდგომარეობა”-აცხადებს გოგინავა “ტვ პირველთან”

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი კლინიკაში არ დამატებულა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა. 86 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 – გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად